საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მონოგრაფიის − „ინგუშური ლეგენდები თამარ მეფეზე" − წარდგინება

გაცნობებთ, რომ 2023 წლის  7 ივლისს, 12:00 საათზე თბილისის ინგუშური კულტურის ცენტრის ორგანიზებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის  ვაჟა-ფშაველას მემორიალურ მუზეუმში გაიმართება კრებულის „ინგუშური (ღლიღვური) თქმულებები თამარ მეფეზე“ წარდგინება.  

 

მხატვრული გამოცემის ავტორი-შემდგენელია ისა ქაძოევი, თარგმანები კი მარიამ ბეჟიტაშვილის და ხავა განტემიროვას მიერ შესრულდა. ოთხენოვანი კრებულისთვის ილუსტრაციები შექმნა მხატვარმა ლიდა ოზდოევამ.

 

წიგნი გამოიცა თბილისის ინგუშური კულტურის ცენტრის მხარდაჭერით სტამბა „ფავორიტი სტილში“.

 

გთხოვთ გვეწვიოთ.

 

მისამართი:  ილია ჭავჭავაძის გამზ. N 1, თსუ I კორპუსი, III სართული, 316-ე აუდიტორია,  ვაჟა-ფშაველას მემორიალური მუზეუმი. 

 

თარიღი: 28/06/2023